სამართალი
რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანის გადაბრუნების გამო შეფერხებული მოძრაობა აღდგენილია

rikoti-samart-2საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. შემთხვევა 6 აპრილს, გვიან ღამით, რიკოთის უხელტეხილზე, სოფელ ხუნევთან მოხდა. მკვეთრ მოსახვევში სავალი გზის ნაწილიდან გადაბრუნდა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც დიდი რაოდენობით თხევადი ჟანგბადი გადაჰქონდა. ადგილზე გამოცხადნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები.

უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზის გადაკეტვა.

რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მოხდა სატვირთო მანქანის სპეციალური ავზის გაუვნებელყოფა და აფეთქების თავიდან აცილება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად არავინ დაშავებულა.