სამართალი
შსს-მ ზუგდიდის რაიონში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა

obrez-samart-1საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რომან ა. ყაჩაღობის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს.

რომან ა. მიმდინარე წლის 20 მარტს, საღამოს საათებში, თანმხლებ პირებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრები თეიმურაზ -ს ოჯახს. თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით გაიტაცეს სხვადასხვა საოჯახო ნივთები, ოქროული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თეიმურაზ თ-ს სახლიდან გატაცებული ჯიბის საათი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფოთში მდებარე ლომბარდიდან კი ამოღებულია ყაჩაღობისას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ნაკეთობა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.