აქტუალური
„საქართველოში გერმანიიდან სიცოცხლისთვის სახიფათო ავტომანქანები შემოდის“ - გერმანელი ჟურნალისტები

auto-aqtual-3საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. გერმანიის "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და იმ თაღლითური სქემის დეტალერბზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც,  გერმანიაში ნაავარიები ავტომანქანები ორ ნაწილად იშლება და შემდეგ, დაჭრილი სახით, კონტეინერებით საქართველოში ჩამოდის, სადაც  მათ ხელახლა აწყობენ და ახლის ფასად ყიდიან. გერმანელმა ჟურნალისტებმა თაღლითურ ქსელზე დაკვირვებისას ერთ-ერთ კონტეინერს ბათუმის პორტში მიაკვლიეს, საიდანაც ავტომობილები თბილისში ასაწყობად და რეალიზაციისთვის წაიღეს. საშუალოდ, ასეთ ავტომობილის ფასი საქართველოში 7 ათას 400 დოლარია. გერმანიის "საზოგადოებრივმა მაუწყებელის" სიუჟეტში განმარტებულია, რომ გადაჭრილი მანქანების გადაზიდვით კონტეინერში სივრცე იზოგება და საბოლოოდ გადამზიდავები თითო კონტეინერში 20 ათას ევრომდე მოგებას ნახულობენ. ანალოგიური გზებით გერმანიაში ყოველი მეორე უტილიზებული ავტომობილი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკაში გადის.

აწყობილი ავტომანქანების საფრთხის შემცველობაზე გერმანელი ექსპერტებიც საუბრობენ: აწყობის ხელოვნება, რასაკვირველია, უმაღლეს დონეზეა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც ნარჩენია და მეტი არაფერი. ასეთი მანქანების ავარიის შემთხვევაში უსაფრთხოება თითქმის ნულის ტოლია", -აცხადებს გერმანელი ექსპერტი ჰანს ულრიხ სანდერი.

გერმანიის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სიუჟეტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.