აქტუალური
საქართველომ გააფრთხილა უეფა ევროპის სუპერთასზე გაზპრომის ბანერებთან დაკავშირებული მოსალოდნელი პრობლემების შესახებ

uefa-aqtual-2საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ინფორმაცია მიაწოდა უეფას იმის თაობაზე, რომ „გაზპრომის“ სარეკლმაო ბანერებთან დაკავშირებით თბილისში, 2015 წლის აგვისტოში სუპერთასის გათამაშებაზე შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას. ჟურნალ „BusinessTimeGeorgia-ს ცნობით, უეფა საქმის კურსში ჩააყენეს, რომ „გაურკვეველი მიზეზებით „გაზპრომის“ ბანერებმა შესაძლოა ქართველ გულშემატკივართა ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს“.

ცნობისათვის: “გაზპრომი“ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორია, ხოლო ამ ტურნირის სონსორები ამავდროულად სუპერთასის სპონსორებიც არიან, რომელშიც ერეთმანეთს ხვდებიან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები.

2013 წლის ივლისში, თბილისში ადგილობრივი დინამოელების ამხანაგური მატჩისას მოსკოვის თანაკლებელებთან ქართულმა პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა სააკაშვილის ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ სამი წარმომადგენელი, რომლებიც თამაშზე რუსი დეპუტატების დასწრებას აპროტესტებდნენ და მათ ოკუპანტებს ეძახდნენ.