აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში უკვე ჩავიდა და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულებას იწყებს

batalion-aqtual-1საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ოპერაციის რაიონის გადაბარემდე, ბატალიონის პირადი შემადგენლობა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დასკვნით სწავლებას გადის. ქართველ ჯარისკაცებს შემაჯამებელი წვრთნები ისეთ საკითხებში უტარდებათ, როგორიცაა თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების საწინააღმდეგო მოქმედებები, რელიგიური თავისებურებები, ნავიგაციის ჩამხშობი სისტემების გამოყენება, უსაფრთხოება და ბრძოლაში ჩართვის წესები.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში, ფარვანის პროვინციაში აშშ-ის არმიის დაქვემდებარებაში მომავალი 6 თვის განმავლობაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად იმსახურებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.