საზოგადოება
გია ვოლსკის განცხადებით, ამ კანონის მიღებით დანაშაულებების პრევენცია არ ხდება. უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ კანონპროექტი პირდაპირ კავშირში არ არის პოლიციელებზე თავდასხმასთან - „უკანონო იარაღის ტარება ისჯებოდა, ისჯება და დაისჯება მომავალშიც. ეს კანონპროექტი ეხება სრულიად სხვა პროცედურებს, ნებართვებს, ვისაც იარაღის კანონიერად ტარების უფლება აქვს“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.
იარაღის ტარების გამკაცრებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მასში არსებული ხარვეზების მოტივით გააჩერა.