Bloomberg: „რუბლი საუკეთესო ვალუტად იქცა მსოფლიოში“
საქართველო, 7 აპრილი,
საქინფორმი. რუბლის მზარდმა კურსმა უგულებელჰყო დასავლეთელი ანალიტიკოსების უმრავლესობის პროგნოზი, რომლებმაც არ გაითვალისწინეს რუსეთის ვალუტის გამყარების უმთავრესი ფაქტორი - ზავი უკრაინაში, წერს Bloomberg.
„2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში რუსულმა ვალუტამ თავისი მაჩვენებლებით მსოფლიოს ყველაზე უარესიდან ყველაზე უკეთესის კატეგორიაში გადაინაცვლა“, - წერს გამოცემა.