უცხოეთი
პეტრო პოროშენკო ფედერალიზაციის შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადაა

federal-zar-2საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ფედერალიზაციის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგი არ არის. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, პოროშენკომ საკონსტიტუციო კომიტეტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

"ფედერალიზაცია ეს არის ინფექციის, ბიოლოგიური იარაღის მსგავსი. ახლა ცდილობენ ფედერალიზაცია სისხლითა და რკინით მოახდინონ. მე ამას არ დავუშვებ. ამისათვის არსებობს რეფერენდუმი. მე მზად ვარ რეფერენდუმი გამოვაცხადო, თუ ეს საჭირო გახდება", - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა დარჩება ერთიანი. "ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, არამედ იმიტომ რომ მოსახლეობის 90 პროცენტამდე მხარს უჭერს ქვეყნის უნიტარულ მოდელს", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.