აქტუალური
ვახტანგ გომელაური: „ის გაექცა მესაზღვრეს, რომელმაც მისი ასაკი არ შეამოწმა...“ - საქართველოს შს მინისტრი სირიაში პანკისიდან წასული ახალგაზრდების საქართველოში დაბრუნებას ცდილობს

pankisi-aqtual-3საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ვახტანგ გომელაური: შეიძლება, არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ ჩვენ უკან დაგვიბრუნებია სირიაში წასული ადამიანები (თურქეთის გავლით, დაქირავებულ მებრძოლებად წასულები, რათა მონაწილეობა მიეღოთ ე.წ. სირიის ოპოზიციის მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში, - საქინფორმი) და არა მხოლოდ არასრულწლოვნები. მოგეხსენებათ, რომ თურქეთში გასვლა ID ბარათით ხდება და არა საზღვარგარეთის პასპორტით. როგორც ამიხსნეს, ვიზუალური შეხედულებით არასრულწლოვანს არ ჰგავდა და ეჭვი არ შეუტანიათ - თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, მესაზღვრეს არ ამართლებს. ჩვენ დავუკავშირდით თურქულ სპეცსამსახურებს, რომლებსაც ვთხოვეთ, შეძლებისდაგვარად მოხდეს ამ ბავშვების უკან დაბრუნება. მოკვლევა დაწყებულია", - განაცხადა შს მინისტრმა.

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად კიდევ ორი ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდა წავიდა. ოჯახის წევრების ცნობით, 16 წლის არასრულწლოვანმა მ.კ-მ და 18 წლის რ.ბ-მ თურქეთ-სირიის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადაკვეთეს.