საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: “პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება!”

ubit-sazog-2საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი: უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამნაშავის ტყვიამ იმსხვერპლა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას. ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანავუგრძნობ პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას.

მძიმედ არის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი.

პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება! ეს საზარელი დანაშაული აუცილებლად გაიხსნება და დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვაზისუბნის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.