საზოგადოება
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
Gpc-sazog-1-relig-3საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საპატრიარქოს პრესცენტრი რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმასახურების მიღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმასახურების მიღების შესახებ, რომელთაც ითხოვეს ეპისკოპოსის კურთხევა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეისათვის აფხაზეთში მყოფ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორი დაპირისპირებული დაჯგუფებაა. ერთნი ცდილობენ კავშირი დაამყარონ მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდნენ. მეორენი რუსეთის ეკლესიას იგივეს სთავაზობენ. ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებლი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო.
თავის მხრივ საქართველოს ეკლესიამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი მზაობა იმისა, რომ ჩვენი მოძღვრები ჩავიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და აღავლინონ მსახურება, აფხაზეთში შესვლას ასევე ითხოვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომ თავის უშუალო იურისდიქციაში მყოფ ეპარქიაში მოინახულოს სამწყსო, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო ჯერჯერობით ეს ვერ ხორციელდება”,
– აღნიშნულია განცხადებაში.