პუბლიკაციები
Slovo.net: "სააკაშვილი უკრაინის მთავარი რეკეტიორი!”

slovo-analitika-GEO

საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ამ სათაურით უკრაინული გამოცემა Слово.нет სკანდალურ მასალას აქვეყნებს:
ერთი თვის წინ, უკრაინის .. მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ და უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ მათ მიერ შემუშავებული გეგმაგარდატეხა აამოქმედეს , რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაამტკიცა.

გეგმის მიზანია: უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების საჩვენებელი დაკავებები უნდა განახორციელონ, რათა მოსახლეობამ დაინახოს, რომ მთავრობა ებრძვის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და ამყარებს წესრიგს ქვეყანაში.

 დასაკავებელ პირთა სია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით შეიქმნა. მისი კარნახით სიაში მოხვდნენ ის პირები, ვისგანაც ზეწოლის შემთხვევაში, შესაძლებელია უკრაინელ ოლიგარქებზე მნიშვნელოვანი კომპრომატების მოძიება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებებს მართავს უკრაინელ ოლიგარქებთან. შანტაჟისა და კომპრომატების გამოყენებით იგი დიდძალ ფულს ძალავს მათ და პრობლემებს უგვარებს. სააკაშვილის რეკეტი „ურკაინულ ყაიდაზე“ უკვე მუშაობს. თუმცა ამ საქმიანობას ათეულობით ადამიანის დაკავება, მსხვერპლი და თვითმკვლელობა მოჰყვა.

სამართალდამცავი ორგანოების კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, თუ როგორ ცდილობდა მიხეილ საკაშვილი უკრაინის სახელმწიფო ქონების მართვის ყოფილი მინისტრისგან ჩეჩეტოვისგან მიეღო ჩვენებები უკრაინაში მოღვაწე ცნობილი ოლიგარქების ახმეტოვისა და კოლომოისკის წინააღმდეგ. ვარაუდობენ რომ ჩეჩეტოვი სწორედ ამ მიზეზის გამო მე-17 სართულიდან გადმოხტა და თავი მოიკლა. რენა ახმეტოვმა თავისი პრობლემები უშუალოდ პოროშენკოსთან მოაგვარა, ხოლო კოლომოისკის მეტსახელად „ბენიას“ ამერიკელებმა მიხედეს. როგორც ამბობენ იმედგაცრუებული სააკაშვილი ლონდონში გაფრინდა და სწორედ ამიტომ თბილისში 21 მარტს ჩატარებულ მიტინგზე აჩვენეს ჩანაწერი . ეს არ  იყო პირდაპირი ჩართვა.”-წერს უკრაინული გამოცემა.