უცხოეთი
სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელმა პირადად აცნობა პუტინს რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე

zar-2საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა სამხრეთ ოსეთის მეთაურ ლეონიდ თიბილოვს, - იუწყება კრემლის პრესსამსახური. „საუბრის მიმდინარეობისას განხილული იქნა რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, მათ შორის - იმ შეთანხმებათა რეალიზაცია, რომელიც მიღწეული იქნა ლ. თიბილოვის ვიზიტისას მოსკოვში, 2015 წლის 18 მარტს“, - ნათქვამი ცნობაში.

სამხრეთ ოსეთის მეთაურმა პუტინს მოუთხრო ქვეყნის პარლამენტის მიერ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ რფ-სთან შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ერთხმად მოახდინა ამ დოკუმენტის რატიფიკაცია. დეპუტატებისა და მიწვეული სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდა თიბილოვი, რომელმაც პარლამენტის სესიას ისტორიული უწოდა, მოჰყვა შეთანხმების შინაარსი, უწოდა დოკუმენტს სტრატეგიული მასშტაბის დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვნად განამტკიცებს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას და ახალ იმპულსს მისცემს რესპუბლიკის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას.