პუბლიკაციები
„ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა“ ვერ იმუშავებს ვერავის პიარზე! - მიმართვა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას

analit-GEO-3საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. გუშინ საღამოს, „იმედის კვირაში“ ინგა გრიგოლიას მიერ მომზადებულ ჩართვას ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა“ აშშ-დან დაუყოვნებლივ გამოეხმაურა:

ქალბატონო ინგა!

სულ რამოდენიმე წუთის წინ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ქალბატონმა ლალი მოროშკინამ გააკეთა განცხადება, რომელშიც მოიხსენია „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა”. დავანებოთ თავი, რომ ორგანიზაციის სახელი გამოცხადებული იქნა არასწორად, გაცნობებთ შემდეგს:

არც ქალბატონი ლალი მოროშკინა და არც ქალბატონი ანა ბალამწარაშვილი, რომელიც წარმოდგენილი იქნა ემიგრანტთა ლიგად“, არ შეთანხმებია ლიგის ადმინისტრაციას, „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგისხელმძღვანელობას არავის უცნობებია ინფორმაცია მოცემულ საკითხზე ლიგის პოზიციასთან დაკავშირებით. მეტიც - ლალი მოროშკინას მიერ ემიგრანტთა ლიგის“ წარმომადგენლად წარდგენილი ანა ბალამწარაშვილი ორგანიზაცია ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ წევრი არ გახლავთ.

სამწუხაროა, თუ კონკრეტული პიროვნებები, ვინც არასოდეს გაცნობია ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგისსტრუქტურას და შინაგანაწესს, შეეცდებიან ლიგის სახელის გამოყენებას. ლიგა ვერ იმუშავებს ვერავის პიარზე - ორგანიზაციის სახელით საჯაროდ საუბარი შეუძლია ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს მარტო დამფუძნებელთან და გამგეობის წევრებთან განხილვის და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში. რადგანაც თქვენს სიუჟეტში მოსაუბრე პირები ორგანიზაციის წევრები არ არიან, მაშასადამე ვერავის ვერც ვერაფერზე შეუთანხმდებოდნენ.

ნება გვიბოძეთ ჩვენი სათქმელი ჩვენ თვითონ ვთქვათ, როგორც აქამდე გვითქვამს ყველა იმ საკვანძო საკითხზე, რაც ყველა ღირსეული ქართველის საფიქრალია შინაც და სამშობლოს გარეთაც.

პატივისცემით,
ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა
2015 წლის 5 აპრილი
აშშ