სამართალი
საქართველომ ნატოში 2015 წლის ეროვნული პროგრამა წარადგინა

samart-3საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. 28+1 ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს 2015 წლის ეროვნული პროგრამა წარადგინა. ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილე ქართულ დელეგაციას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ხელმძღვანელობდა. ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების მოადგილეების დონეზე გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ ქავთარაძემ მოკავშირეებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული მიმართულებების.

ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე,  ალიანსის წევრებმა საქართველოს კიდევ ერთხელ  გადაუხადეს მადლობა ნატოს ეგიდით მიმდინარე  საერთაშორისო მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი მტკიცე მხარდაჭერა.