აქტუალური
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტის, ირაკლი ალასანიას განცხადებით საჰაერო თავდაცვის სისტემა საქართველოსთვის ნიშნავდა „სრულ კონტროლს საჰაერო სუვერენიტეტზე“. „ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენ საჰაეროსივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე და სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე და ასევემოგვეცემოდა საშუალება გავმკლავებოდით ისეთ საფრთხეებს, როგორიც არის საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღი, როგორცარის ისკანდერი ან სხვა სარაკეტო სისტემები“, - აცხადებს ალასანია.
„აქ არის კაზუსი. ჯერ ერთი, ბალისტიკური სისტემა ისკანდერ M სახმელეთო დანიშნულებისაა და მას არავითარი კავშირი არ შეიძლება ქონდეს საჰაერო თავდაცვის სისტემასთან; მერე მეორე, ბირთვული ტაქტიკური ისკანდერების გადაჭერა საქართველოსთვის კი არა, საერთოდ შეუძლებელია. ეს პრობლემა აქვთ დასავლეთის ქვეყნებსაც. ისკანდერ M-ის დაფიქსირება და მათი ნეიტრალიზაცია, თუნდაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით გამორიცხულია. ეს დაახლოებით იგივეა რომ შურდულით შევეცადოთ საბრძოლო ვერტმფრენის ჩამოგდება “, - ამის შესახებ მაისაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე „არგუმენტების დროში“ ისაუბრა.