აქტუალური
70% თბილისელი აცხადებს, რომ ლარის დევალვაცია უარყოფითად აისახა მის ფინანსურ მდომარეობაზე

aqtual-2-analit-6-mtavarსაქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ეროვნული ვალუტის მერყევი კურსი უკვე რამდენიმე თვეა აქტიური განხილვის საგანია. ლარის გაუფასურება ნოემბრის ბოლოდან დაიწყო და მას შემდეგ საზოგადოება აქტიურად განიხილავს ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებულ ისეთ რისკებს, როგორებიცაა ქვეყნის ეკონომიკის არასტაბილურობა, პროდუქტებზე ფასების ზრდა და ა.შ. „ეისითიმ“ ჰკითხა თბილისელებს, თუ რა გავლენა იქონია ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობამ მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.

გამოკითხვა ჩატარდა 416 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის მარტში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4,75%-ს. 

როგორც აღმოჩნდა, რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება (სესხი, ქირა და სხვ) აშშ დოლარში (ან შესაბამის ეკვივალენტში) თბილისელების ერთ მეათედს (12%) აქვს. თუმცა, ბევრად მეტი - ათიდან შვიდი (70%) თბილისელი აცხადებს რომ ლარის დევალვაცია უარყოფითად აისახა მის ფინანსურ მდომარეობაზე (ძალიან უარყოფითად - 46%, ხოლო უარყოფითად - 24%) .

კვლევის თანახმად, თბილისის მაცხოვრებლების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) მიიჩნევს, რომ მათ მატერიალურ მდგომარეობაზე ლარის კურსის ცვლილებას გავლენა არ ჰქონია.

როგორც ამბობენ, ყველაფერს აქვს დადებითი მხარეც. თბილისელების 6%-ის თანახმად, ლარის გაუფასურება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ეს ბუნებრივია, იმის გათვალსიწინებით, რომ თბილისელთა 9% შემოსავალი აქვს სწორედ ამერიკულ დოლარში (ან მის ეკვივალენტში).

aqtual-2-analit-6-qvemot