პოლიტიკა
“ევროკავშირი მოითხოვს, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში ცვლილებები შევიტანოთ!” - პაატა ზაქარეიშვილი

polit-2საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარი საკითხები რეგიონში უსაფრთხოება, ასოცირების შეთანხმების შესრულება, ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურება იყო. საუბარი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობასაც შეეხო.

ქართული მხარის თქმით, საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იმ კანონპროექტზეც, რომელიც ამჟამად მოქმედი კანონის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, ამ თემით ევროკავშირი დაინტერესდა.

“ევროკავშირი მოითხოვს, რომ შევიტანოთ ცვლილებები კანონში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.” არსებობს მოსაზრებები და ჭორები, რომ თითქოს ეს რუსეთის ინტერესებითაა და ეს ასე არ არის. ეს სწორედ ევროკავშირის მოთხოვნაა. იქნებ ბრიუსელიდან მაინც გაიგოს პარლამენტმა, რომ საჭიროა ამის განხორციელება, მოვუწოდებ, რომ დროზე განხორციელდეს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.