პოლიტიკა
ყველა სახის ნაბეჭდ პროდუქციაზე ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკის ასახვა სავალდებულო იქნება

shota-malashkhiaსახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების მიერ გამოცემულ საინფორმაციო ბუკლეტებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკის ასახვა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველა სახის ნაბეჭდ პროდუქციაზე განთავსდება წარწერა: „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია დაახლოებით 400 000 და დაღუპულია დაახლოებით 30 000 ადამიანი“. ირღვევა თუ არა ამით მედიასაშუალებების უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, შოთა მალაშხიამ კომენტარი არ გააკეთა.