სამართალი
ხელყუმბარა წარწერით: „წადი, თორემ, მოგკლავთ!“ - სულამანიძის მიმართ მუქარას სამინისტროში ეხმაურებიან

granata-samart-3საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორის მიმართ განხორციელებულ მუქარას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე და თავად გიორგი სულამანიძე ეხმაურებიან. სულამანიძის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მასზე თავდასხმა ხორციელდება. მისივე განმარტებით, ნახევრად საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარა წარწერით: „წადი, თორე მოგკლავ“ - თავისი მანქანის საბარგულში 2 დღის წინ აღმოაჩინა.

სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე იმედოვნებს, რომ ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები დროულად გამოიძიებენ. „გამოძიება უკვე დაწყებულია, ჩვენ იმედი გაქვს, რომ გამოძიება წარმატებით დამთავრდება, დამნაშავე გამოვლინდება და შესაბამისად დაისჯება", - განაცხადა კობახიძემ.