სამართალი
2015 წლის მარტის თვე 385 970 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 2,2 %-ით ნაკლებია.
რაც შეეხება იანვარ-მარტის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 986 366 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 348 770 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,4%);
ბ) ტრანზიტი - 203 841 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 15,3%);
გ) სხვა - 433 755 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 44%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 5%).
2015 წლის მარტშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-6%), აზერბაიჯანიდან (+0,3%), სომხეთიდან (-0,6%), რუსეთიდან (-0,3%) და უკრაინიდან (-12%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მარტში გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და იტალია (შესაბამისად 136%, 64%, 14% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (95%) და ყაზახეთი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 39% და 19%–იანი მატებით.