აქტუალური
მინისტერიალის ფარგლებში მინდია ჯანელიძემ თურქ კოლეგა იშმეთ ილმაზთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

iSmet-aqtual-3საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი  თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და  სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო. იშმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მინდია ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.