საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველო, 3 აპრილი,
საქინფორმი. მინდია ჯანელიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ
ზაკირ ჰასანოვთან შეხვედრისას ყურადღება ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობაზე გაამახვილა. მან აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
მინდია ჯანელიძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების სტატუსი განიხილეს.