აქტუალური
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რიგით მეორე შეხვედრა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვით დაიწყეს
vtoruiu-aqtual-1საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს.  მინისტერიალის ფარგლებში, მინდია ჯანელიძემ, იშმეთ ილმაზმა და  გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხს დაეთმო. მინდია ჯანელიძემ კოლეგებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროებით დაკომპლექტებული ზაფხულის სამთო მომზადების კურსის ჩატარებაც შესთავაზა.