საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის“

vaJnoe-sazog-1საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მან ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ეს დოკუმენტი შევიმუშავეთ გასულ წელს, პროცესში ჩართული იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამარბერგი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას. ეს არის სახელმწიფოს მიერ აღებული პოზიტიური ვალდებულება“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, სამთავრობო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესში ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

სამოქალაქო სექტორი ითხოვს პასუხებს სამთავრობო უწყებებისგან და ხშირად იმართება ცხარე დისკუსია სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რაც არის ძალიან კარგი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.