პრემიერი ღარიბაშვილი: „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა საჯარო კრიტიკის გზა აირჩია“
საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ტემპებს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არაერთი დადებითი შეფასება აქვს მიღებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა
ალექსანდრე ვერშბოუს და
ჯეიმს აპატურაის განცხადებები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება
„გეგმის მიხედვით და ძალიან კარგი ტემპით“ მიმდინარეობს. „
მთავრობის კომპეტენციაში უხეშად არავინ უნდა ჩაერიოს. მთავრობის საქმიანობაზე კონტროლს განახორციელებს პარლამენტი და მოსახლეობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატის შესახებ გამოთქმულ შენიშვნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად გაიხსნა რუსეთის ბაზარი, დაიწყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მოხდა ურთიერთობის დეესკალაცია.