სამართალი
შსს-ში, სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

reforma-samart-2საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. შეხვედრას რეფორმის პროცესში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ გახსნა. შსს-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სისხლის სამართლის რეფორმაში პოლიციის კომპონენტის განახლებული სამოქმედო გეგმა, შსს-ში მონაცემთა დაცვის საკითხები, არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითებზე სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები წარადგინეს.

სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლიდან მიმდინარეობს. პოლიციის სამუშაო ჯგუფის მიზანია პოლიციაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.