სამართალი
საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციას, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები - დონ ბრაუნი, ელიზაბეტ დუფრეინი და მარკ რეძინსკი ეწვივნენ.
სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ქალაქ ბათუმში, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოში უმასპინძლა.