აქტუალური
საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ლარი ისევ უფასურდება. 30 მარტთან შედარებით, ლარი კიდევ 1 თეთრით არის გაუფასურებული.
ოფიციალური კურსის მონაცემები ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, რომელიც ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად დგინდება.
ამ მონაცემებით, გუშინ ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.2347-ით განისაზღვრა. გუშინწინ ეს მაჩვენებელი 2.2275 იყო.
კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კურსი გაცილებით მაღალია.