აქტუალური
ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ევროკომისიის პირველ ვიცე–პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსთან

brusel-aqtual-2საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. 2015 წლის 31 მარტს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს  საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტები. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2015 წლის რიგის სამიტის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ და ტიმერმანსს სთხოვა ევროკომისიის ანგარიშის დაჩქარებული პროცედურით მიღების საკითხში მხარდაჭერა.

საქართველოს ხელისუფლების მოლოდინია აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2015 წლის მაისში დაგეგმილი რიგის სამიტზე შეასაბამისი რეფორების წარმატების სრულყოფილი აღიარება და   ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.