საზოგადოება
საქართველოში სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი საწარმო აშენდება

elbit-sazog-2საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. 85 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, საპარტნიორო ფონდი და მაღალი ტექნოლოგიების მსხვილი საერთაშორისო კომპანია „ელბიტი“ ერთობლივად განახორციელებენ. პროექტის დეტალები „ელბიტის“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

პროექტის განხორციელება 3 თვეში დაიწყება და საქართველოს 300-მდე მოქალაქეს დაასაქმებს.

ახალი საწარმო პირველ პროდუქციას 2 წლის შემდეგ წარადგენს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ ვადაში გეგმავენ სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური დეტალების გამოშვებას, რომელიც მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება.

კომპანია "ელბიტის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, იაკობ გადო დარწმუნებულია, რომ საწარმო, მსოფლიოში, ახალ თვითმფრინავებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, წარმატებული იქნება.