სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბაჰამის დროშით მცურავი გემი დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის გარე რეიდზე, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ბაჰამის დროშით მცურავი გემი CLIPPER TARPON-ი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, აღნიშნული გემის კაპიტანმა, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ჰუანგ ხიაო ფენგმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, კერძოდ, მან ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შეთანხმების გარეშე გემზე არსებული საშტატო მცურავი საშუალება ზღვაში ჩაუშვა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით, რომელიც 50 000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.