რელიგია
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოკითხულთა 91% საქართველოს ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს

IRI-polit-3-relig-1საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ეკლესიის საქმიანობა არ მოსწონს გამოკითხულთა 3%-ს, ხოლო 6%-ს ამ საკითხზე მოსაზრება არ გააჩნია.
მეორე ადგილს ასეთივე რეიტინგში, 87%-ით ჯარი იკავებს. 82%-ისთვის მოსაწონია ქართული მედიის საქმიანობა, 65%-ისთვის - პოლიცია, 61%-სთვის - განათლების სისტემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 54%, უარყოფითად – 28%. პრეზიდენტის ოფისის საქმიანობა მოსწონს 51%-ს, არ მოსწონს 39%-ს; გამოკითხულთა 49% კმაყოფილია საქართველოს პარლამენტის მუშაობით, 44% კი უკმაყოფილოა;

მთავრობის მუშაობა მოსწონს 48%-ს, 45%-ს კი არ მოსწონს, პრემიერ-მინისტრის ოფისის საქმიანობა მოსაწონია გამოკითხულთა 45%-ისთვის, 39%-ს კი არ მოსწონს; სასამართლოს საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა 41%, თუმცა 37%-ს ის არ მოსწონს.

საქართველოს პროკურატურის საქმიანობა 37%-ს არ მოსწონს, 36%-ს მოსწონს; ეროვნული ბანკის საქმიანობით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 48% და მოსწონს 35%-ს; 53% უარყოფითად აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებების საქმიანობას, 32% კი – დადებითად; სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობით უკმაყოფილოა 35%, 32%-ისთვის კი მოსაწონია; გამოკითხულთა 58% უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას, 25% კი – დადებითად; 50% უკმაყოფილოა გამგებლების მუშაობით, 21% კი კმაყოფილია. პროფკავშირების საქმიანობა გამოკითხულთა 43%-ისთვის ის მოსაწონია, 15%-ისთვის კი - არა.

IRI -ის კვლევები 3-დან 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა, პირდაპირი ინტერვიუს სახით 18 წელს გადაცილებული 1,500 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილება კი 2,5%-ია.