უცხოეთი
ნატოს გენმდივანი: „უნდა დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას რუსეთის ზეწოლისგან გათავისუფლებაში“

zar-2-anსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ევროკავშირს, ერთობლივად დაეხმარონ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის „ზეწოლისგან“ გათავისუფლებაში.

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ნატოს პარტნიორები არიან. მათ ევროპისკენ სავალი გზა აირჩეს, ჩვენი ღირებულებების გაზიარებით და ჩვენ მათთან უნდა ვიმუშაოთ. უნდა დავუჭიროთ მხარი და გავაძლიეროთ შესაძლებლობები რუსეთის მხრდან დაშინების წინააღმდეგ. ეს ამოცანები დგას ევროკავშირისა და ნატოს წინაშეც“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.