აქტუალური
ცვლილება კანონში

anakliaმთავრობის ინიციატივით, ქობულეთის ტურისტული ზონის მხარდაჭერის შესახებ კანონში ცვლილება შედის, რომელთა თანახმად, შეღავათები ანაკლიის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებითაც გავრცელდება.
სახელმწიფო ინვესტორებს ტურისტულ ზონაში სასტუმროების მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთებსა და პროექტებს უფასოდ გადასცემს.

ასევე, იზრუნებს კომუნიკაციების, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა და კანალიზაციის სისტემების გაყვანაზე.
მთავრობა ააშენებს ანაკლია-ზუგდიდის აეროპორტს და დააგებს ახალ გზასაც, რომელიც ფოთსა და ანაკლიას ერთმანეთთან დააკავშირებს. სახელმწიფო უზრუნველყოფს სასტუმროებამდე გოგირდისა და სხვა სამკურნალო წყლების მიყვანას.
ყველა ინვესტორი, ვინც ანაკლიაში სასტუმროს ააშენებს, 15 წლით გათავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისგან. კომპანია, რომლის სასტუმროსაც 100-ზე მეტი ნომერი ექნება, ასევე გათავისუფლდება კაზინოს სალიცენზიო მოსაკრებლისგან.
მთავარი პირობა მშენებლობის 18 თვეში დამთავრებაა.