31 მარტიდან ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა ამოქმედდა
საქართველო, 1 აპრილი,
საქინფორმი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2015 წლის 31 მარტიდან ეძლევა ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადღების და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა. ამავე კანონით, საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შსს წელიწადში ორჯერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენს.
ფარული მოსმენების "გასაღების" საკითხი პარლამენტში ხანგრძლივი და ხმაურიანი განხილვის თემა იყო. პრეზიდენტმა ვეტოს უფლება ორჯერ გამოიყენა – ერთხელ უარი უთხრა პარლამენტს კანონპროექტის მიღების რამდენიმე თვით გადავადებაზე, ხოლო მეორედ ხელი არ მოაწერა ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს. პარლამენტმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერით სწორედ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტი მიიღო.