სამართალი
მეტრო ''ვარკეთილთან'' ორი ახალგაზრდა დაჭრეს

danit-dachraთორნიკე მაისაშვილსა და დავით აიპინიანს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დაჭრილები მეხუთე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დავით აიპინიანი საავადმყოფოდან ჭრილობების დამუშავების შემდეგ გაწერეს, შედარებით მძიმეა მაისაშვილის მდგომარეობა. მას მრავლობითი ჭრილობები კისრის არეში და ბეჭზე აქვს მიყენებული. იგი საავადმყოფოში რჩება. სამართალდამცავებმა დაზარალებულები დაკითხეს და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.