საზოგადოება
მარგველაშვილი: „არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო"
sazog-1საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ევროპაზე საუბრით დაიწყო. „ისტორიულად, კულტურულად, ჩვენ ევროპა ვართ... საუკუნეთა განმავლობაში ევროპის განვითარებისა და ქმნადობის თანამონაწილე. შესაძლოა, გარკვეულწილად, უფრო მეტი ღვაწლიც კი მიგვიძღვის, რადგან ხშირად მარტოს გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისთვის და ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც სწორედ ეს არის – მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე, ევროპული საქართველო, რომლის ცენტრშიც დგას დიდი კულტურის მემკვიდრე, თანამედროვე ქართველი და მაშასადამე ევროპელი... ახლა როცა მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო. იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგათ, საჭიროა კარგად გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს და სწორად დავგეგმოთ ჩვენი განვითარების მომავალი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.