პოლიტიკა
"მას კანონმდებლობით ევალება სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა. ამ ერთობ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი. არ უნდა დავუშვათ ფუნქციათა დუბლირება ან გაფანტვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტებში.
მაგალითად: ახლადშექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ფუნქციათა ნაწილობრივ დუბლირებას; რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების სპეციალური წარმომადგენლის მანდატი კი ზუსტად არ არის განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი აქტით. ასევე აუცილებელია მის ქმედებათა სრული ინტეგრაცია ერთიან საგარეო პოლიტიკაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის გზით", - განაცხადა პრეზიდენტმა.