სარკოზის პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები მოიგეს
საქართველო, 31 მარტი,
საქინფორმი. კონსერვატორების კოალიციამ, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი
ნიკოლა სარკოზის პარტიით - „
კავშირი სახალხი მოძრაობისთვის“ - სათავეში, გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ადგილობრივ არჩევნებში. მთლიანობაში კონსერვატორებმა
101-დან
66 დეპარტამენტის გენერალურ საბჭოებში უმრავლესობა მოიპოვეს. მმართველმა „სოციალისტურმა პარტიამ" და მისმა მოკავშირეებმა გამარჯვება მოიპოვეს მხოლოდ 34 დეპარტამენტში.
ნიკოლა სარკოზის აზრით, ეს მოწმობს, რომ ამომრჩევლების უმრავლესობამ უნდობლობა გამოუცხადა ფრანსუა ოლანდსა და მის მთავრობას.