უცხოეთი
Spiegel: „საბერძნეთი დახმარების თხოვნას რუსეთისთვის აპირებს“

1-frukt-zar-1-anსაქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ბერძენი პოლიტიკოსები მოსკოვში მათი ოფიციალური ვიზიტისას ეკონომიკური დახმარების თხოვნით რუსეთს მიმართავენ, - იუწყება ჟურნალი Spiegel.
საბერძნეთი თავდაუზოგავად იბრძვის ბანკროტობის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ მოლაპარაკებები სპონსორებთან გაჭიანურდა, ათენი ახლა მხარდაჭერას რუსეთში ეძებს. ბრიუსელსა და ბერლინში დაახლოების მცდელობებს ეჭვით შეჰყურებენ“. Spiegel-ის მონაცემებით, ალექსის ციპრასის მთავრობას სურს ბუნებრივ გაზზე ფასების დაწევა ითხოვოს, ასევე, ზოგიერთ ბერძნულ პროდუქტზე რუსეთის ემბარგოს მოხსნა.

ევროკავშირი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საბერძნეთის მთავრობის ბევრი წარმომადგენელი „მოსკოვთან სიახლოვეს“ უფრო გრძნობს, ვიდრე ბრიუსელთან“, - აღნიშნავს ჟურნალი. შეშფოთება იმას უკავშირდება, რომ ვლადიმერ პუტინს შეუძლია თავისი გავლენა გააძლიეროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

უწინ ბრიუსელმა უარი უთხრა საბერძნეთს 1,2 მლრდ ევროს ოდენობის კრედიტის მიცემაზე.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი მოსკოვს 8 აპრილს ეწვევა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება.