საზოგადოება
2 დეკემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა ქეთი ვაშაყმაძემ და ნინო თვალთვაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ და პასუხისმგებელ მუშაკებს ჩაუტარეს ტრენინგი საბიუჯეტო შემოსულობების, უფლებამოსილებების, საბიუჯეტო კლასიფიკაციის, სარეზერვო ფონდის, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის, აგრეთვე, ადგილობრივი შესყიდვების ადმინისტრირების თაობაზე.
ტრენინგის მონაწილეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში უკანასკნელ პერიოდში შეტანილი ცვლილებები, ითქვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს შორის კომპეტენციების მკაფიოდ გამიჯვნაზე.