პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა მიაწვდინოს ხმა ევროპას“

1-teia-polit-1საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიუსელში ბელგიელ კოლეგა კოენ გინსს შეხვდა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა.

ბოლო ორი წლის მანძილზე ძალიან ბევრი მასშტაბური, მათ შორის, მტკივნეული რეფორმა განვახორციელეთ ქართველ ხალხთან ერთად; ერთადერთი მიზნით, რომ რიგის სამიტზე მოხდეს აღიარება ამ რეფორმებისა... ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება, ვიფიქროთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და იმედი ვიქონიოთ, რომ რიგის სამიტის შემდეგ სავიზო რეჟიმი მოიხსნება საქართველოს მოქალაქეებისათვის“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანი ბრიუსელში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს.  კონფერენციაში − ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელება: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“ − ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვითი უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები იღებენ მონაწილეობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს  ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ნილს მუჟნიეკთან შეხვედრით დაასრულებს.