ბარამიძემ კითხვებს უპასუხა
საერთაშორისო არასამთავრობო მედიაორგანიზაცია "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტები კვლავ მსოფლიო მედიის მთავარ თემად რჩება.
სკანდალური ინტერნეტსაიტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტაცია ტელეკომპანია BBC-ს ეთერში განიხილეს.
BBC-ის სტუმარი საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე იყო.
დღის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში ნიკ გოვინმა გიორგი ბარამიძეს პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ დაუსვა კითხვები 2008 წლის ომის შესახებ.
BBC-ს ჟურნალისტმა აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის "ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ წერილზე ისაუბრა, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველომ 2008 წლის აგვისტოში მხოლოდ მას შემდეგ გახსნა ცეცხლი, რაც მისი მოქალაქეები და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ დადგა.