სოციალური დახმარებები მცირდება
მოსახლეობის სოციალური დახმარებები მცირდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, სოციალური დახმარებისთვის 213, 138.9 ათასი ლარია გათვალისწინებული, წელს კი 225, 403. 4 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
ვის შეეხება დახმარების შემცირება და, საერთოდ, რას ფიქრობს ამ საკითხზე მთავრობა?
ამ შეკითხვებს დეპუტატები ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტის განხილვის დროს დაუსვამენ. მომავალი წლის ბიუჯეტს პარლამენტი 17 დეკემბერს დაამტკიცებს.
სოციალური დახმარების შემცირება ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სურსათზე, ტრანსპორტსა და კომუნალურ მომსახურებაზე ფასები გაიზარდა.