რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „არავითარი დაპირისპირება ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის არ არსებობს! საქართველოს უპირებენ კოალიციური ხელისუფლების მქონე ქვეყნად გადაქცევას აშშ-ის პროტექტორატის ქვეშ!“

1-ARN-po-1-red-1საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტოს REX (2015 წლის 30 მარტი).

-გასულ კვირას ქართულმა მასმედიამ გაავრცელა სოცგამოკითხვის შედეგები, რომელიც საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ჩაატარა. საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 79% მხარს უჭერს ნატოში საქართველოს გაწევრებას და წინააღმდეგია მხოლოდ - 15%; რესპონდენტების 85% მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას, რაც არ სურს გამოკითხულთა მხოლოდ 9%-ს; ევროკავირთან ურთიერთობას დადებითად აფასებს კვლევის მონაწილეთა 91%, აშშ-თან კი - 90%. შედარებისთვის - საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 5%, უაეყოფითად კი - 85%; მონაწილეთა მხოლოდ 18% მიიჩნევს რუსეთს პარტნიორად, 76% კი საფრთხედ; 26 %-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდა, რესპონდენტთა 67% დარწმუნებულია, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია გრძელდება, 21%-ის აზრით კი არსებობს მისი განახლების საშიშროება.

დავუჯეროთ IRI-ს გამოკვლევას თუ არ დავუჯეროთ? -  აი ეს არის საკითხავი, რომელიც ქართულ საზოგადოებაში, მედიაში და პოლიტისტებლიშმენტში მუსირებს. გვსურს თქვენი, როგორც ექსპერტის, პოლიტოლოგის აზრი ვიცოდეთ.

-„დაჯერება-არდაჯერება“ გვირილაზე მარჩიელობას მაგონებს. პოლიტოლოგია ზუსტი მეცნიერებაა და იმის ნაცვლად, რომ ვიდაოთ და ვიმკითხაოთ ბოშა ქალივით, უნდა გამოვკვეთოთ საკვანძო საკითხები.

პირველი - ვის აძლევს ეს ხელს? პასუხი მარტივია - მათ, ვინც ამით იგებს. ანუ ვინც, ამ „გამოკითხვის“ შედეგებით, მოგებულია. ესაა აშშ, ნატო და მათი ხელდასხმულები საქართველოში.

მეორე კითხვა - ვინ ჩაატარა ეს „სოციოლოგიური გამოკითხვა“? მთელ გასულ კვირას ველოდი, რომ თუნდაც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ან პოლიტოლოგი თუნდაც ერთხელ შეახსენებდა ქართველ ხალხს, რომ IRI-ს დირექტორია აშშ-ის სენატორი არიზონადან, სააკაშვილის მეგობარი ჯონ მაკკეინი. მორჩა! ამის შემდეგ ნებისმიერი მოკვდავი, რომელსაც მინიმალური ინტელექტი გააჩნია, საკმარისი იმისათვის, რომ კომპიუტერი ჩართოს, მიხვდებოდა, რაშია აქ საქმე.

IRI, NDI - ამ ინსტიტუტების გამოკითხვებს ტყუილუბრალოდ როდი აფინანსებს აშშ-ის სახდეპი. ისინი დაკავებული არიან არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლით გასულ გარკვეულ პერიოდში, არამედ სახელმწიფოში ხელისუფლების მოდელირებით - როგორიც ამერიკას სურს იხილოს იგი უახლოეს მომავალში.

გარკვეულ ხანს იმხანად საქართველოში მმართველი პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელად მუშაობამ მომიწია, რომელსაც ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა. ამიტომ საკითხს ყურმოკვრით როდი ვიცნობ. მახსოვს, პარტიის ცენტრალურ ოფისში თითქმის ყოველდღე როგორ მოდიოდნენ ზემოხსენებული ინსტიტუტების ქართული ფილიალების დირექტორები ჟვანიასთან შესახვედრად, რომელმაც მათ „მწვანე შუქი“ აუნთო, ასევე - სოროსის ფონდსა და ყველა პირველ არასამთავრობო ორგანიზაციას. ყველამ იცის, რით დასრულდა ეს - „ფერადი“ სახელმწიფო გადატრიალებით სახელმწოდებით „ვარდების რევოლუცია“ და ჟვანიას მკვლელობით... სწორედ „მოქალაქეთა კავშირმა“ მისცა გზა ფართო თითქმის ყველა ამჟამინდელ ქართველ პოლიტიკოსს: მათ, ვინც ახლა უკრაინაში მმართველობს და მათაც, ვინც ქართულ ციხეებში ზის - მიზეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს; მათ, ვინც საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტის სასახლეში ზის და მათ, ვინც სათავეში უდგას ოპოზიციურ პარტიებს - ნინო ბურჯანაძეს, ფიქრია ჩიხრაძეს და ა.შ.

- წინა კვირას თავის პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ზემოხსენებული გამოკითხვის შედეგების თაობაზე მისი აზრით დაინტერესდა, განაცხადა, რომ „რეიტინგები აინტერესებთ მხოლოდ უსაქმურებსა“ და რომ „გამოკითხვებით გატაცებას ჯობს საქმე ვაკეთოთ“...

- მის ადგილას დავფიქრდებოდი ხელისუფლების სათავეში ყოფნის სულ რაღაც ორ წელიწადში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნაზე - IRI-ს გამოკითხვის შედეგების თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, საარჩევნო უბნებზე მოსული მხოლოდ 36% ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“. უპრიანია, პრემიერი დაფიქრდეს პირადი რეიტინგის დაცემაზეც - 56% (ის მარგველაშვილის, სერგეენკოს, ალასანიასა და უსუფაშვილს ჩამორჩება). ღარიბაშვილს უნდა აწუხებდეს, რომ ყველაზე მეტად ნდობის მაჩვენებელი მთავრობის მიმართ შემცირდა, რომელსაც ის სათავეში უდგას - თუ წინა გამოკვლევის თანახმად, მინისტრთა კაბინეტს გამოკითხულთა 69% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 48%-ს შეადგენს.

-საქართველოს პრემიერმა ეს იმით ახსნა, რომ გამოკითხვა ლარის მკვეთრი ვარდნის პერიოდში ტარდებოდა, რასაც არ შეიძებოდა გავლენა არ მოეხდინა მოსახლეობის გუნება-განწყობაზე...

- ვიმეორებ - საჭირო არაა მარჩიელობა და „ყურით მოთრეული“ მიზეზების ძებნა! საქართველოში აშშ-ს ასეთი სურათის ხილვა სურს, მათი თვალები კი არის IRI, სულ ესაა!

ხოლო თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, საქართველოში სავალუტო კრიზისი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკური სანქციების გამო მოხდა - იმის გამო, რომ აშშ-ის ბრძანებით, ОРЕС-მა არ შეამცირა ნავთობის მოპოვების მოცულობა, რითაც ბარელზე ფასი „დააგდო“. იფიქრეს კი დასავლეთში, როცა რუსეთს იმისათვის „სჯიდნენ“, რომ ამით ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას სჯიდნენ, მათ შორის - თავის „სტრატეგიულ პარტნიორ“ - საქართველოსაც? ვინაა ამის შემდეგ საქართველოს მეგობარი და პარტნიორი და ვინ - მტერი და ოკუპანტი?!

რაც შეეხება გამოკითხულთა უმრავლესობას, ვინც უარყოფითად აფასებდა საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებს რუსეთთან, აქ, თუ კვლავაც ჯანსაღ ლოგიკას მივენდობით და არა გამყიდველ ქართველ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს, IRI საკუთარ თავს ეწინააღმდეგება: როგორ შეიძლება იყო კმაყოფილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დღეს არსებული ვითარებით?!

-თუკი ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რატომ არ გაიჟღერა ალტერნატიულმა აზრმა? განა ძნელია საკუთარი გამოკითხვის ჩატარება - აშშ-ის სახდეპის გარეშე? რატომ არ ისმის ხალხის აზრი?

- ქართველ ხალხს გააჩნია აზრი,  მაგრამ არ გააჩნია ფული! ვინ გააჟღერებს ხალხის აზრს - ტელეარხები, რომლებიც ტოტალურად სპონსორდებიან და კონტროლდებიან „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის მიერ?! რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, ერთეულების გარდა, ისინი განწირულნი არიან საბრალო არსებობაზე... სხვთა შორის, იმ პრესკონფერენციაზე ბეჭდურ მედიას, მათ შორის, „ასავალ-დასავალს“ კითხვების დასმის საშუალება არ მისცეს! თუმცა, ეს პრესსპიკერისა და თავად ღარიბაშვილის ერთადერთი ლაფსუსი როდი იყო.

საინტერესოა რას ნიშნავდა პრემიერის სიტყვები: „დღეს უკრაინაში ომი გვაქვს!“? ესე იგი, საქართველო რუსეთს ეომება უკრაინაში?! მაშინ, საააკაშვილი, გამოდის, მართალი ყოფილა?! შეგახსენებთ - ამ სიტყვებით დაიწყო ღარიბაშვილმა საქართველოში ეკონომიკური კრიზისის მიზეზებზე ლაპარაკი და ისინი ახსნა... „რეგიონული პრობლემებით“. მაპატიეთ, მაგრამ როდიდან გახდა უკრაინა კავკასიის რეგიონის ქვეყნა, კავკასიის სახელმწიფოდ იქცა?! ან ეგებ აშშ-მა უკვე შეუერთა უკრაინა საქართველოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაცვლად, რომლებიც მათივე წყალობით დავკარგეთ - მათ მიერ ხელდასხმულების დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო?! დაე, მაშინ პირდაპირ გვითხრან, გაახარონ ხალხი!

- „ერთი ადამიანის მოტყუება შეიძლება მთელი ცხოვრება, ადამიანების ჯგუფისა - უსასრულოდ დიდხანს, მაგრამ მთელ ხალხს უსასრულოდ დიდხანს ვერ მოატყუებ“, - თქვა აბრაამ ლინკოლნმა. როგორია თქვენი პროგნოზი - როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში?

- ახლა ექსკლუზიურად თქვენი სააგენტოსთვის საკმაოდ სენსაციურ განცხადებას გავაკეთებ. დიახ, მართალი ხართ, ქართველი ხალხის გამოღვიძების დრო, როგორც ჩანს, ჯერ არ დამდგარა - დღეს ქართველი ხალხი მაქსიმალურად დაქსაქსული, დემორალიზებული და ინფანტილურია მასაში. ლაჩარი და გამყიდველი ქართველი პოლიტიკოსები კი პირზე დუჟმომდგარი აგრძლებენ დავას - ვინაა მათგან უარესი, უფრო ხარბი და ნაძირალა, და ვინ - უფრო პროამერიკული და პროევროპულია!

ამ დროს კი, სახელმწიფოს პირველი რიგის ამოცანებისგან საზოგადოების ყურადღების გადასატანად (მაგალითად, ნატოს ბაზისგან, რომელიც საქართველოში მალე გაიხსნება; აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქმის ვითარებისგან, რომლებმაც ხელი მოაწერეს რუსეთთან ხელშეკრულებას და ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთის ფედერაციის სუბიექტები გახდებიან, თუკი ქართველები იმ დროისათვის გონს არ მოეგებიან; ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შედეგებზე 2021 წელს, როცა თურქეთი აჭარაში ოფიციალურად შევა) საზოგადოებას საგანგებოდ ჩაუგდეს ჭორი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ვითომდა პირადი დაპირისპირების შესახებ! ეს „სატყუარა“ მთელმა ქართულმა მედიამ „გადაყლაპა“ -  აყვირდა გარდაუვალ „ხავერდოვან“ გადატრიალებაზე და კომპრომატების ომით დაკავდა. ეს გახლავთ მოქმედი პრემიერის სანათესაოსთან დაკავშირებული ფაქტებიც, ნეპოტიზმი, კორუფცია და საიდუმლო შეთქმულებები „ნაციონალებთან“...

- ვის შეეძლო ამ თამაშის მოწყობა და რისთვის სჭირდება იგი? განა საკმარისი არ არის დაპირისპირებები ექსმმართველ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამჟამად მმართველ „ქართულ ოცნებას“ შორის?

- მინდა მკითხველს შევახსენო ივანიშვილის შარშანწინდელი, თუ არ ვცდები, ინტერვიუ, სადაც ბატონი ბიძინა ჰყვება, თუ როგორ გააბითურა სააკაშვილი. კერძოდ კი: 2011 წლის სექტემბერში, პოლიტიკაში თავისი დაბრუნების შემდეგ და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებამდე სააკაშვილი ყოველდრე ახდენდა მისი ქონების ექსპროპრიირებას - ათობით მილიონი დოლარის და ევროს კონფისკაციას, გაკოტრებამდე მიჰყავდა „ქართუ ბანკი“ და აჯარიმებდა ბიზნესს. ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა თავისი წასვლა გაეთამაშებინა - ვითომდა ემიგრაციაში ოჯახთან ერთად, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა. ამისათვიოს ივანიშვილმა, რომელმაც იცოდა, რომ შსს მის ტელეფონს უსმენს, წინდაწინ გააფრთხილა იმჟამად აშშ-ში მყოფი უფროსი ვაჟი - წერილით, რომელიც საიმედო ხალხის ხელით გადასცა - რომ დაურეკავდა მობილურზე და ამ თემაზე განგებ დაელაპარაკებოდა. სპექტაკლმა გაამართლა - ვაჟი ტელეფონში აღშფოთებას გამოთქვამდა მამის გადაწყვეტილების გამო და იყოლიებდა დედას - ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძეს - გადაერწმუნებინა იგი! თუმცა ბიძინა ივანიშვილი ვითომდა უტეხი დარჩა თავის გადაწყვეტილებაში და განკაგულებაც კი გასცა, მისი პირადი თვითმფრინავი მუდმივ მზადყოფნაში ყოფილიყო. ეკა ხვედელიძემ კი მაშინ გააკეთა ტელეგანცხადება, რომ თუ მის მეუღლეს რაიმე უბედურება შეემთხვეოდა, იგი მის საქმეს გააგრძელებდა.

ჰოდა, ვფიქრობ, რომ დღევანდელი „დაპირისპირებაც“ თავად ბიძინა ივანიშვილმა მოიგონა თავისი გარემოცვის, ყველა პოლიტიკოსის, მედიისა და ე.წ. ექსპერტების შესამოწმებლად! სინამდვილეში კი „კულისებს“ მიღმა სულ სხვა პროცესი მიმდინარეობს: საქართველო სურთ გადააქციონ კოალიციური ხელისუფლების მქონე ქვეყნად აშშ-ის პროტექტორატის ქვეშ და არავითარი დაპირისპირებები ივანიშვილსა დ აღარიბაშვილს შორის არ არსებობს!

- დააზუსტეთ, გეთაყვა, აშშ-ის პროტექტორატის ქვეშ მყოფი კოალიციური ხელისუფლების თაობაზე - რადგან თუ ეს იგეგმება, მაშასადამე მედიაში „მეოცნებეთა“ და „ნაციონალების“ საიდუმლო ტანდემების  სკანდალური გამოაშკარავება სინამდვილეს შეესაბამება?!

- დიახ, „ოცნებიდან“ გაქცევის შემთხვევები ბოლო ხანს მოხშირდა, მაგალითად - აჭარაში, სადაც ამის გამო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო „ნაციონალების“ ხელში აღმოჩნდა. დიახ, ადგილი აქვს ცოლის მხრიდან ღარიბაშვილის ნათესავების გათავისუფლებასაც, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მტკიცე კავშირს, რომელზეც გავლენას ეს ფაქტებიც კი ვერ ახდენს! ამასთან, როგორც ერთხელ უკვე აღიარა თავად ღარიბაშვილმა პარლამენტში, „ცოლის ნათესავები ნათესავებად არ ითვლებიან“... როგორც ჩემთვის ცნობილია, ღარიბაშვილის სიმამრი - თამაზ თამაზაშვილი - უკიდურესად გაბრაზებულია, რომ მის მიერ რეკომენდებულების უმრავლესობამ არ გაამართლა მისი ნდობა, რითაც სიძეს „დათვური სამსახური“ გაუწია. ამიტომ ღარიბაშვილის წასვლა, თუკი ეს მოხდა, იქნება განპირობებული არა „ოჯახური გარემოებებით“, არამედ საქართველოში კოალიციური მმართველობის ფორმის შემოღებით!

-ზემოხსენებულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა აჭარელ დეპუტატებს, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს, „ჩვეულებრივი მოღალატეები“ უწოდა...

-პიარის თვალსაზრისით, ესეც წამგებიანი იყო, ისევე, როგორც „ნაცმოძრაობის“ 21 მარტის აქციის ყველა მონაწილის სექტად მონათვლა. „ნაციონალების“ ბრალი არაა, თუ პრემიერ ღარიბაშვილმა გარშემო დილეტანტი-მრჩევლები და მათი მსგავსი პრესსპიკერი შემოიკრიბა, რომელთა წყალობითაც მთავრობამ ვერა და ვერ შეძლო კომუნიკაციის დამყარება საკუთარ მოსახლეობასთან!

- ზემოთ თქვენ ახსენეთ „აშშ-ის პროტექტორატი“ - მაშასადამე, დარწმუნებული ხართ, რომ მთელი ეს პროცესები ამერიკას ხელს აძლევს?

-რასაკვირველია. კოალიციური მთავრობა - ეს აშშ-ის მორიგი ექსპერიმენტია საქართველოში, რომელიც მან თავის პატარა ლაბორატორიად გადააქცია - გაცილებით უფრო სახიფათო, ვიდრე ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში! და თუ ექსპერიენტი გამოვა, აშშ მას ყველა თავის კოლონიაში გაიმეორებს - ქვეყნებში, სადაც უწინ „ფერად რევოლუციებს“ აწყობდა! აი ამიტომ ღარიბაშვილს „ნაციონალები“ თავის პრესკონფერენციაზე სექტად კი არ უნდა მოენათლა, არამედ „დაეყო და ებატონა“!

- როგორ?

- „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ლიდერმა დავით ბაქრაძემ 21 მარტის აქციაზე ხმამაღლა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მათი დაბრუნების შემდეგ ისინი პირველ რიგში გამოსცემენ მანიფესტს საქართველოში თავისი წინამორბედების და ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების შეწყვეტის შესახებ. „ანგარიშსწორების დრო საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!“ - გააკეთა სწორი პიარ-სვლა ბაქრაძემ, რითაც, მინიმუმ, ბევრი დააფიქრა... იგივე გაიმეორა  გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმაც - კიევიდან, თავის შოუ-ინტერვიუში ნანუკა ჟორჟოლიანთან. ამიტომ, შუღლის ჩამოგდება პოლიტიკური ოპონენტების რიგებში, მათი ერთიანობის რღვევა, მერყევთა თავის მხარეზე გადაბირება, თავისი, როგორც რიგითი მოქალაქის ემოციების დამალვა - აი როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი პოლიტიკოსი და ხელმძღვანელი!

- ვისით დაკომპლექტდება ეს კოალიციური ხელისუფლება?

-თუ აშშ-ის ექსპერიმენტი საქართველოში შედგება, პარლამენტსა და მთავრობას 4 პროამერიკული პარტიით დააკოპლექტებენ: პარტიით „ქართული ოცნება“ (კონსტიტუციური უმრავლესობის გარეშე), პარტიით „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტიით“ და პარტიით „თავისუფალი დემოკრატები (ალასანიას პარტიით).