სამართალი
თამარ ბერუჩაშვილი: “საქართველოში ტურისტების შემოსვლა მარტივდება“
1-beruCa-samart-2საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილის თქმით, დაწყებული პროცესი ინვესტიციების გაზრდასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მინისტრის განცხადებით, იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰყავს, ვიზები სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, სპეციალური ხელშეკრულებების საფუძველზე გაიცემა. "ჩვენ საუკეთესო პრაქტიკა გავითვალისწინეთ. იმ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ქონებას ფლობენ, ექნებათ საშუალება, მიიღონ ვიზა", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.