აქტუალური
თავდაცვის სამინისტრო ბრიტანული არმიის სამხედრო ინსპექტორატთან თანამშრომლობას იწყებს
1-minobor-aqtual-3საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საქართველოში, ბრიტანეთის სამხედრო ინსპექტორის მოადგილის, პოლკოვნიკ ბარი გრინის ხელმძღვანელობით,  გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის  მიზანს  საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის ბრიტანეთის სამხედრო ინსპექტორატის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა  წარმოადგენს. დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრის  მოადგილე ლევან ღირსიაშვილსა და გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას შეხვდნენ. თავდაცვის სამინისტროსა და ბრიტანული არმიის სამხედრო ინსპექტორატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა მოაწერა.