აქტუალური
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

1-mindi-aqtual-2საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს ფრანგმა კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანმა უმასპინძლა. შეხვედრაზე კოლეგებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მინისტრები საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხებსაც შეეხნენ.

„ჩნდება ურთიერთობის ახალი პერსპექტივები, ახალი პლატფორმები. საფრანგეთთან, როგორც ნატოს ერთ-ერთ წამყვან წევრთან და როგორც ჩვენთვის მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მარადიული ცეცხლის გაღვივების ცერემონიალს დაესწრო.