საზოგადოება
მედეა ვასაძე: „მე ღარიბაშვილი ბრძოლაში არ მინახავს ამიტომ მას ვერ ვუღალატებდი"

1-boi-sazog-3საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან. დუმბაძე ირაკლი ღარიბაშვილს გამოცდილი მრჩევლის აყვანას ურჩევს, რადგან თვლის, რომ ყველა ხელისუფალი, რომელიც "მოღალატის" ეპითეტებით მიმართავდა ოპონეტებს, მმართველობას ცუდად ამთავრებდა.

„ყველა ხელისუფალმა, რომელიც ამ ეპითეტებით მიმართავდა ხალხს, მმართველობა ძალიან ცუდად დაამთავრა, ზოგიერთი მათგანი საქართველოს ტერიტორიაზეც არ იმყოფება. არ მაქვს სურვილი ისიც მიღმა აღმოჩნდეს... ირაკლი ღარიბაშვილის ასაკის ბრძოლის გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში. მე ღარიბაშვილი ბრძოლაში არ მინახავს, ამიტომ მას ვერ ვუღალატებდი“, - აცხადებს მედეა ვასაძე.